რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია ლოზუნგით - „ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!“ მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აქციის მიზანია რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზება.

მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ბავშვებს წიგნები და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

„ნინო მეტონიძე სოფელ თხმორიდანაა, სოფელში ის ერთადერთი ბავშვია, მე-12 კლასელია და სწავლის გასაგრძელებლად საჭირო გამოცდებისთვის ემზადება. ამბობს, რომ კითხვა ძალიან უყვარს და რწმუნებულის საჩუქრებმა გაახარა.

არჩილ ჯაფარიძემ დამდეგი დღესასწაულები პატარა ონში და ზედა ღვარდიაში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო