გორის მერმა რამდენიმე ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სოფლებში ტყვიავსა და ფლავში, ლალი გიგუაშვილისა და ლეილა დალაქიშვილის ოჯახებს ეწვია. მერმა მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ოჯახები მერიამ მიმდინარე წელს, კოტეჯის ტიპის დროებით ნაგებობებში დააბინავა, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეიძინა.

„მანამდე ისინი გაუსაძლის, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. ლალი გიგუაშვილისა და ლეილა დალაქიშვილის ოჯახების გარდა, საახალწლო საჩუქრები იმ 7 მიუსაფარ ოჯახსაც გადაეცა, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო 2 წლის მანძილზე კოტეჯებში დააბინავა. კოტეჯები ხის დროებითი ნაგებობებია, რომლებიც აღჭურვილია წყლისა და გაზის გამათბობლებით, ასევე, გამართული შიდა კომუნიკაციით. თითოეული კოტეჯის ღირებულება 9600 ლარია. მიუსაფარი ოჯახები კოტეჯებით 2 წლის განმავლობაში ისარგებლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა