მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას ახალი პროექტები და საერთაშორისო პლატფორმებზე განხორციელებული კამპანიის შედეგები გააცნო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას საზოგადოებას ახალი პროექტები, მარკეტინგული კამპანიები, პრეს და გაცნობითი ტურები და მსოფლიოს გავლენიან საერთაშორისო პლათფორმებზე განხორციელებული ახალი კამპანიის შედეგები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიის ასობით წარმომადგენელს უმასპინძლა, რის შედეგადაც 1500-მდე სტატია, სიუჟეტი და გადაცემა მომზადდა.

„ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2019 წელს 300-მდე მოწინავე უცხოელი ტურ-ოპერატორისთვის მოეწყო 22 გაცნობითი ტური.

Wizz Air-ის, Qatar airways-ის, Emirates-ის საბორტე ჟურნალებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე წვდომა 15 მილიონ მგზავრს ჰქონდა.

საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია ჩატარდა National Geographic-ზე, Google-ზე, Expedia-სა და Conde Nast Traveler-ზე.

მასშტაბური კამპანია ჩატარდა CNN-ზე, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა.

ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიები ჩატარდა 8 მიზნობრივ ქვეყანაში: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.

ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობაზე მეტყველებს დათვლილი (ROI) უკუგება ერთ ინვესტირებულ ლარზე, რაც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 61 ლარიდან 579 ლარამდე“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა