ვლადიმირ ზელენსკი - კიდევ ასი „ბერკუტის“ სპეცრაზმელი რომ მყოლოდა, ყველა მათგანს ერთ უკრაინელ დაზვერვის ოფიცერში გავცვლიდი

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი უკრაინასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, კიდევ „ასი ბერკუტის სპეცრაზმელი რომ ჰყოლოდა“, ყველა მათგანს ერთ უკრაინელ დაზვერვის ოფიცერში გაცვლიდა.

„მე მჯერა, რომ ჩვენი მებრძოლები, ჩვენი სამხედროები, ჟურნალისტები გმირები არიან და დარწმუნებული ვარ ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ეს ადამიანები დავიბრუნოთ. პატივს მივაგებ ყველა მშობელსა და ოჯახს, რომელთაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. საუბედუროდ, ჩვენ მათ, ვინც ჩვენთან აღარ არიან, უკან ვეღარ დავიბრუნებთ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ცოცხლები, რაც ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „ბერკუტის“ ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეებისგან განსხვავებულად გამოიყურებიან.

„ისინი ჩვენი ბიჭებისგან განსხვავებულად გამოიყურებიან. არ არიან ძალიან გამხდრები და ნაცემები. მე რომ კიდევ 100 ბერკუტის ჯარისკაცი მყოლოდა, ყველას ერთ უკრაინელ დაზვევრვის ოფიცერში გავცვლიდი“,-დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინულ მხარესა და დონეცკის სეპარატისტებს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი დასრულდა, რომელიც „მაიორსკოეს“ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შედგა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევს 81 ადამიანი დაუბრუნდა, სეპარატისტულ რეგიონებს კი 139. მათ შორის არიან „ბერკუტის“ რაზმის წარმომადგელნები, რომლებიც მაიდანის მოვლენების დროს, აქციების დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. უკრაინული მხარე მათ მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებს. სწორედ „ბერკუტის“ ოფიცრების პრორუსული სეპარატისტებისთვის გადაცემამ, უკრაინის საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა