საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ანგარიშგების "ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ანგარიშგების ინფრასტრუქტურის დახვეწისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით "ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ამიერიდან, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის" და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის" შესახებ კანონებით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებებს ერთიანი პორტალის მეშვეობით (reportal.ge) წარადგენენ.

მათივე ინფორმაციით, მიღებული სინერგია საგრძნობლად გაამარტივებს და უფრო ეფექტიანს გახდის ანგარიშგების წარდგენის, ინფორმაციის გასაჯაროებისა და ადმინისტრირების პროცესს. ამასთან, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს reportal.ge-ის მეშვეობით, ემიტენტების ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობისა და ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ერთიანი ანგარიშგების მართვის პორტალი 2020 წლიდან ამოქმედდება. განახლებულ ანგარიშგების ინფრასტრუქტურასთან ერთად, 2020 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის სამართლებრივ აქტებში ანგარიშგების პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები იგეგმება. "ერთი ფანჯრის პრინციპის" ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა