კახა კალაძე სანაგვე ურნებში 3 მილიონის გადახდაზე - ეს არის მიწისქვეშა სანაგვე ურნები, ნაგვის გატანას ვერავინ დაინახავს, არც სუნი შეგაწუხებთ, ვფიქრობ, ძალიან მაგარია

ეს არ არის უბრალო სანაგვე ურნები, ეს არის სპეციალიზებული ურნები, რომელიც ავტომატიზირებულია და არის თანამედროვე, - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სანაგვე ურნებში სამი მილიონის დახარჯვის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ეს ურნები ვაკეში განთავსდება.

"ეს არის მიწისქვეშა ნაგვის ურნები, რომელიც არის სიახლე. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელსაც პირველად ვახორციელებთ ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არ არის უბრალო სანაგვე ურნები, ეს არის სპეციალიზებული ურნები, რომელიც ავტომატიზირებულია და არის თანამედროვე, სიახლე და იქნება განთავსებული მიწის ქვემოთ. დღეს ყოველდღიურად გვიწევს ნაგვის გატანა, ამ კონკრეტული პროექტის განხორციელების შედეგად კი შეიძლება კვირაში ერთხელ მოგვიწიოს. ავტომატურად მიდის შეტყობინება, როცა ნაგვის ურნები იქნება გადავსებული, შესაბამისი მანქანა ავტომატურად იქნება, ამ ნაგვის გატანას ვერავინ დაინახავს, არც სუნი შეგაწუხებთ, არც ვიზუალური მხარე. ვფიქრობ, ძალიან მაგარია. სხვათაშორის, საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს აღებული და ნარჩენების მართვის თვალსაზრისით დაწყებული გვაქვს უკვე სეპარირების პროგრამა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ჩვენ ყველას გვინდა ევროპელობა და იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროპა ჰქვია და რა თქმა უნდა, მოგვიწევს ამ რეფორმების გატარება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა