ზესტაფონის მერიამ საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ 100-მდე ოჯახს დაურიგა

ზესტაფონის მერიამ საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ 100 - მდე ოჯახს დაურიგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოციალურად დაუცველებს საჩუქრები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიუტანეს და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს.

„ჩვენი სურვილი იყო საახალწლო განწყობა შეგვექმნა მათთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას და მზრუნველობას. 100-მდე ოჯახს მივულოცეთ მოახლოებული შობა - ახალი წლის დღესასწაული და იმედია, მცირედით მაინც შევძელით მათთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა