დედოფლისწყაროს მერმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს სათნოების სახლს ესტუმრა.

როგორც, „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მერიიდან აცნობეს, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილთან და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსთან დოდო ხუნაშვილთან ერთად გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

„ჩვენი მონდომებით დედოფლისწყაროს სათნოების სახლში არსებული პირობები ყოველწლიურად უმჯობესდება. კვებასთან ერთად ინფრასტრუქტურაც გასულ წლებთან შედარებით ბევრად უფრო მოწესრიგებულია. გპირდებით, რომ ჩვენი ყურადღება არც 2020 წელს მოგაკლდებათ. ყველას გილოცავთ დამდეგს და გისურვებთ ყველას ბედნიერ წელიწადს. უფლის შემწეობა გქონოდეთ“, -აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა