ნათია თურნავა - წელს უპრეცედენტო შედეგს მივაღწიეთ - საქართველომ რეკორდულ 9,3 მლნ. საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

ყველა გამოწვევის მიუხედავად, კერძო სექტორის, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის შედეგად 2019 წელს საქართველომ რეკორდულ 9,3 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. ეს წელიწადი არ იყო მარტივი ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იყო გამოწვევებიც, მაგრამ უფრო მეტი წარმატება იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ასეთი უპრეცედენტო შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენი ერთობლივი შრომით და მთელი სამთავრობო გუნდის, პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე ჩვენი სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის, ეფექტური და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად თქვენთან, ტურიზმის სექტორთან ერთად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობამ 2019 წელს მიზნობრივი, კარგად გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიები აწარმოა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ სრულად მსოფლიოს ვამცნეთ, როგორი უსაფრთხო, მიმზიდველი, უნიკალური და სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში