ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღის ცენტრსა და დავითაძეების მრავალსულიან ოჯახს ესტუმრა

ბათუმის მერი დღეს ხანდაზმულთა დღის სოციალურ ცენტრს ბათუმის ავტოტრანსპორტის თანამშრომლებთან ერთად ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, ლაშა კომახიძემ ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. მოგვიანებით კი, მერი სასათბურე მეურნეობის მებაღის, ვაჟა დავითაძის მრავალსულიან ოჯახში მივიდა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ლაშა კომახიძემ ოჯახს საახალწლო ნობათი მიუტანა. დღესვე, ლაშა კომახიძემ ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან არსებული მცირე საოჯახო სახლისა და დღის ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო