ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბუჩქზე "ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოების ჩამოკიდება სამართალდარღვევად სცნო და მოძრაობა "გაბედეს" წევრს ფულადი ჯარიმა დააკისრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბუჩქზე "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით ფოტოების ჩამოკიდება სამართალდარღვევად სცნო და მოძრაობა "გაბედეს" წევრს, გაგი ახალაძეს 1000 ლარის გადახდა დააკისრა. "გაბედეს" აქტივისტი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და მოსამართლე დარინა აბულაძის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ რეალურად არ გვაქვს სასამართლო და სასამართლო არის "ქართული ოცნების" ერთ ერთი სტრუქტურა. საჯარიმო ოქმი რეალურად გამოწერა ჭიღვარიამ, რომელიც გააპრავა სასამართლომ, მაშინ როდესაც ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფებმა დააზიანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ერთი ადამიანიც კი არ უცნიათ სამართალდამრღვევად. ვაპირებთ სააპელაციოში გასაჩივრებას, არა იმიტომ რომ იმედი გვაქვს სამართლის, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამხილოთ მთლიანი სასამართლო სისტემა",-განაცხადა გაგი ახალაძემ.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ახალაძის ადვოკატი.

შეგახსენებთ , 11 დეკემბერს, გაბედეს აქტივისტებმა საპროტესტო პერფორმანსი ჩაატარეს და ფოტოების ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს, რის უფლებაც არ მიეცათ, რის გამოც ფოტოები ბუჩქებზე დაკიდეს. მერიამ ჯარიმა 150-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის არეალში ნივთის თვითნებურად განთავსებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა