ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც შარშანდელზე 6 მილიონი ლარით მეტია.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, მომავალ წელს პრიორიტეტად განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება განისაზღვრა.

„დღეს დავამტკიცეთ მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლის დამტკიცებასაც წინ სდევდა ბევრი შეხვედრა და საჯარო განხილვები, მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა და 2020 წლის სამოქმედო გეგმაში აგვესახა ის რჩევები და რეკომენდაციები, რაც მივიღეთ. უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი სიახლეები, რაც 2020 წლის ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი, ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტი და „მწვანე ბიუჯეტი“, რაც საკრებულოს ინიციატივებია და რომელსაც აქტიურად დავუჭირეთ მხარი, რამეთუ ეს მოქალაქეების ჩართულობის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. 2020 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მეტი განვითარებისა და წარმატების წელი იქნება“,-აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

საკრებულოს სხდომას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო