რუსთავის პარკში მოწყობილი „საახალწლო სოფელი“, მეორე დღეა რუსთაველებს სადღესასწაულო ღონისძიებით მასპინძლობს

რუსთავის პარკში მოწყობილი „საახალწლო სოფელი“, მეორე დღეა რუსთაველებს სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებით მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, „საახალწლო სოფელში“, პატარებისთვის საბავშვო და გასართობი შოუ პროგრამა, კონცერტი, ანიმატორებისა და საცირკო წარმოდგენა მოეწყო. მოგვიანებით კი, საახალწლო სოფლის სტუმრებისთვის მუსიკალური ჯგუფ „ჟირაფის“ კონცერტი გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ოჯახთან ერთად დაესწრო, თანაქალაქელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და „საახალწლო სოფელში“, 31 დეკემბერს დაგეგმილ დღესასწაულზე მიიწვია.

„საახალწლო ილუმინაციებით მორთულ და განათებულ პარკში მისულ ბავშვებს, თოვლის ბაბუამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები დაურიგა.

„საახალწლო სოფელში“ დასკვნითი სადღესასწაულო ღონისძიებები 31 დეკემბერს, 18:00 საათიდან დაიწყება. ასევე ჯგუფი „გუფი ლენდის“ კონცერტი და „წლის რუსთაველების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს