ლევან ხაბეიშვილი პარლამენტთან - აქაურობას რომ მოასუფთავებენ, პირი მოიბანეს ახლა თუ ღირსება?

რას აკეთებს დღეს ახლა აქ რომ წმენდს. თავისი ჭკუით, რა გამოდის, რომ ახლა გავრილოვი დაგვავიწყდება თუ ბავშვებს, რომ თვალები დათხარეს ის დაგვავიწყდება? - ამის შესახებ პარლამენტთან საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც პარლამენტის წინ კარვებს შლიდნენ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

„თანამშრომლები არიან მთვრალები. ვთხოვე კიდეც, ჯერ ერთი ვინ ხართო ვკითხე, ვუთხარი, რომ მე საკრებულოს წევრი ვარ და ვალდებულნი არიან თქვან, ვინ მისცათ დავალება. სახესაც მალავდნენ, მთვრალებიც იყვნენ და ნახეთ, რომ პოლიცია არ ჩაერია“-, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან სამართალდამცველებს კითხვით მიმართა, რატომ არ ჰქონდათ მათ რეაქცია და რატომ არ დაინტერესდნენ ვინ იყვნენ დასუფთავების სამსახურის ფორმაში ჩაცმული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები.

„უკაცრავად პოლიციელები რატო არ ჩაერიეთ, როცა მთვრალი ტიპი, აი აქ, დასუფთავების სამსახურის ფორმაში მყოფი, რაღაცებს „კაჩაობს“ ფაქტობრივად? რატომ არ რეაგირებთ ამაზე? დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია რო? კითხე ვინ არის? არც სახელი თქვა, არც გვარი, ნიღაბი უკეთია და მთვრალია. თქვენ არ გაინტერესებთ? ასე შეიძლება ნებისმიერი მოვიდეს და რაც უნდა ის გააკეთოს? ნასვამი კაცი რომ ამას აკეთებს და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს არ გაინტერესებთ?“- მიმართა ლევან ხაბეიშვილმა ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული ქმედებით ქალაქის მერმა შეურაცხყოფა მიაყენა მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ყველას, ვინც 20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაზე იდგა.

„მნიშვნელობა აქვს აქ რომ გაწმენდ, პროტესტი აღარ გაგრძელდება? აღარ გაგვახსენდება ის რაც გააკეთეს? თუ ამით „მუსკულებს ათამაშებენ“ და ხალხს ასე აჩვენებენ, რომ მაგარი ტიპები არიან და მოასუფთავეს აქაურობა. დაავიწყდა ახლა ხალხს, რომ 19 წლის ბავშვი საწოლში მოკლეს და დღემდე პასუხი არ აქვთ მამისთვის გაცემული და ჰგონიათ, რომ ამით დაავიწყდებათ ვინმეს რამე ?

ამას აკეთებენ კალაძის დავალებით, აკეთებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებით და პასუხისმგებელიც არ არის. არმანის შარვალ-კოსტომში გამოწყობილი მაიმუნია კახი კალაძე, დედაქალაქის მერი, რომელმაც დატროლა მთელი თბილისი. ყინულის მოედნის ნაცვლად პლასტმასის მოედანი გახსნა, ნაძვის ხის ნაცვლად ალვის ხე ჩამოიტანა, ნაგვის ურნებში თურმე 32 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს, სკამში თურმე 12 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. გაძარცვა, დააყაჩაღა მთელი ქვეყანა და ამ დროს კიდე „მუსკულებს გვითამაშებს“ რომ აი ახალი წელია და ვიღაცებს არ ეცლება, პოლიტიკურად აქტიურად არ არის თურმე 31 დეკემბერი და შეუძლია, დამატებით შეურაცხყოფა მიაყენონ, მაგალითად, მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათ შორის, შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, ვინც გავრილოვის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაზე იდგა და რა ჰგონიათ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები რომ ციხეში ჰყავთ და აქაურობას, რომ მოასუფთავებენ პირი მოიბანეს ახლა თუ ღირსება? რა მნიშვნელობა აქვს რამდენს გაიპრანჭება და რამდენად სუფთა იქნება უღირსი, ბინძური და ჭუჭყიანია ბიძინა ივანიშვილიც და კალაძეც. ეს პროტესტი არ გაჩერდება. მართლა რთულია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ხელისუფლების ნაცვლად, რომ 31 დეკემბერს გვიწევს იმაზე საუბარი, რომ უსერიოზულესი პრობლემები გვაქვს და ეს ყველაფერი არ უნდა შევარჩინოთ ხელისუფლებას“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა