სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის გადაწყვეტილებით, სუს-ის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს.