„ჯორჯიან მანგანეზი“ დღეს ჭიათურაში და ზესტაფონში საახალწლო ღონისძიებებს გამართავს

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში და ზესტაფონში საახალწლო ღონისძიებების გამართვას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, კომპანია დღეს, ჭიათურის მოსახლეობას 5-დან 7-საათამდე გასართობ შოუ-პროგრამას შესთავაზებს. შოუ-პროგრამის გარდა „ჯორჯიან მანგანეზი“ ადგილობრივებს საახალწლო განწყობას ქალაქში მოსიარულე ორკესტრით შეუქმნის.

ასევე, კომპანია დღეს საღამოს ზესტაფონელებს საახალწლო კონცერტით უმასპინძლებს, სადაც საზოგადოების წინაშე სხვადასხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლები წარსდგებიან.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორის თემურ ხონელიას განცხადებით, კომპანია სოციალური დიალოგის ფარგლებში აქტიურობას 2020 წლის განმავლობაშიც გააგრძელებს.

„სოციალური დიალოგისა და პოლიტიკის ფარგლებში, კომპანიის აქტიურობა მხოლოდ ამ პროექტებით არ შემოიფარგლება და წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რაც მოსახლეობასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ორივე მხარისათვის სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად,“ - აღნიშნა თემურ ხონელიამ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ წინასაახალწლო ღონისძიებების ციკლს ჭიათურაში და ზესტაფონში 4 იანვრის ჩათვლით გააგრძელებს. ამ დრომდე კომპანიამ ღონისძიებები ჭიათურაში, მის მიმდებარე სოფლებში და ზესტაფონში 21-დან 25-დეკემბრის ჩათვლით უკვე გამართა. ასევე მისი მხარდაჭერით ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 26 დეკემბერს ბავშვებისთვის და უფროსებისთვის ორი სპექტაკლი „მაკნატუნა“ და „მოუხელთებელი“ გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა