გორის მერმა სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სურსათი და ტკბილეული გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სურსათისა და ტკბილეულის პაკეტები სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს პირადად გადასცა და დამდეგი 2020 წელი მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საჩუქრები მიიღეს ას წელს გადაცილებულმა მოხუცებმა, 6 და მეტშვილიან ოჯახებში მცხოვრებმა და დედ-მამით ობოლმა 50-მა ბავშვმა, მერიის მიერ დროებით კოტეჯებში დაბინავებულმა 9 მიუსაფარმა ოჯახმა, ასევე, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის და საზოგადოება ,,ბილიკის“ 100-მდე ბენეფიციარმა, რომელთა შორის სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან.

,,ვულოცავ ყველას დამდეგ 2020 წელს. განსაკუთრებით მათ, ვინც მეტად საჭიროებს ჩვენს მზრუნველობას - უდედმამო და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, რომლებიც გარემო პირობების მიუხედავად განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან ახალ წელს და ყველაზე მეტად უხარიათ საჩუქრები. ასევე, მიუსაფარ ოჯახებს, რომლებიც დროებით საცხოვრებელ კოტეჯებში დავაბინავეთ და წელს პირველად ხვდებიან ახალ წელს საკუთარ ჭერქვეშ; ვისურვებდი, რომ ახალი 2020 წელი მათი ოჯახების გაძლიერების, კეთილდღეობის, ბედნიერების, სიხარულის, ბარაქისა და მშვიდობის წელი ყოფილიყოს,“- განახცადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა