გორის მერმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებამ 100%-ს გადააჭარბა.

„მადლობა მხარდაჭერისთვის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გორის მერიისა და მუნიციპალური ორგანიზაციების (ა(ა)იპ-ების) თანამშრომლებს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს მე თქვენთვის ამდენი სათქმელი დამიგროვდა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებამ 100%-ს გადააჭარბა. 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტს 4 მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჰქონდა: ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული მიმართულებებისა და სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა.

მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის 50%-ზე მეტი, მოხმარდა ინფრასტრუქტურის განვითარებას. გზები, გარე განათება, საბავშვო ბაღების, სკოლების სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაციას. ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადანაწილდა.

ჯამში განხორციელდა 23,1 კმ - ზე მეტი გზის სრული რეაბილიტაცია. აქედან 18,6 კმ მუნიციპალიტეტის სოფლებზე მოდის, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. გორში რეაბილიტირდა 11 ქუჩა.

მოეწყო სასმელი წყლის სისტემა 21 სოფელში, სარწყავი წლის სისტემა 6 სოფელში, გარე განათება 96 სოფელში და 9 ქუჩაზე. განხორციელდა 47 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, შენდება ერთი საბავშვო ბაღი სადგურის დასახლებაში. რეაბილიტირდა 10 და აშენდა ერთი ამბულატორია. სასწრაფო დახმარების სამსახური მალე ახალ შენობაში დაიწყებს ფუნქციონირებას. რეაბილიტირდა 12 და მოეწყო 17 სპორტული მოედანი.

ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 087 991 ლარია. უკვე მოეწყო საპარკინგე ადგილი, სახელოსნოები ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, ბილიკები გორის ციხის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე. რეაბილიტირდა „ლომჭაბუკის“ მიმდებარე ტერიტორია, ღონისძიებებისთვის განკუთვნილი შენობა და შოთა რუსთაველის მემორიალი. შენდება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე. ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 2017 წელს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო.

გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 53 (2 464 564 ლარი) ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მოსახლეობას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს. უკვე შეირჩა 38 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარით დაფინანსდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის ხელშეწყობას, განხორციელდა 1 511 000 ლარის ღირებულების 120 პროექტი.

ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში განხორციელდა 28 პროექტი. მათმა საერთო ღირებულებამ 370 000, მერიის თანადაფინანსების წილმა კი 333 000 ლარი შეადგინა. თანადაფინანსების ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90% - იანი წილობრივი მონაწილეობით მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასა და ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაცემას, ისარგებლა 4 500 - ზე მეტმა ბენეფიციარმა. დაფინანსების რაოდენობამ შეადგინა 1 850 000ლარი.

სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება ისეთი ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2019 წელს განხორციელდა 14 ასეთი სოციალური პროექტის თანადაფინანსება.

გარდა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროექტების თანადაფინანსებას, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული მიმართულებების განვითარებას ადგილობრივ დონეზე.

დაიხურა 17 სტიქიური ნაგავსაყრელი, მუნიციპალიტეტს დაემატა 200 ურნა. ამ დროისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენი გამოდის 75 სოფლიდანდა 5 დევნილთა ჩასახლებიდან.

მომზადდა მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერლური გეგმა, რისთვისაც ადგილობრვი ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო. 480 გვერდიანი დოკუმენტი მალე წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად.

გორში შენდება ავტობუსების სადგომი, ინტერმუნიციპალური ცხოველთა თავშესაფარი და ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან.

მიმდინარე წელს გორი სამ ქალაქს იუნფუს (ჩინეთი), უთენას (ლიეტუვა) და ლოდს (ისრაელი) დაუმეგობრდა.

იაპონიიდან მოპოვებული გრანტით შევიძინეთ ექსკავატორი (61 000 ლარი). პოლონელი ექსპერტების დახმარებით მოვამზადეთ წმინდაწყლის განვითარების გეგმა. მიმდინარე წელს განხორციელდა ორი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა. სასწავლო გაცვლითი პროგრამა ტომაშოვ ლუბელსკის მუნიციპალიტეტთან (პლონეთი) და სპორტული გაცვლითი პროგრამა ქალაქ ვასილკოვოსთან (უკრაინა).

ბოლოს არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ უწყება ინტენსიურად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათი გადამზადების მიზნით საჯარო მოხელეებს ეტაპობრივად სთავაზობს სასწავლო კურსებს სხვადასხვა მიმართულებით,”-განაცხადა გორის მერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა