ტყიბულში საახალწლოდ საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ტყიბულში საახალწლოდ ახალგაზრდებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. აქციის ფარგლებში მოეწყო მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ფილმის ჩვენება, სამაგიდო თამაშების კონკურსი. ასევე, ახალგაზრდებმა ტყიბულში სხვადასხვა ორგანიზაციებში შეაგროვეს შემოწირულობა. შემოსული თანხით შეიძინეს საკვები პროდუქტები, რომლებიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს.

საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ ტყიბულელი სპორტსმენები, ძიუდოისტი ძმები ილია და შალვა სულამანიძეები. მათი შემოწირულობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა გოჩელაშვილმა განუცხადა, საახალწლოდ საქველმოქმედო აქციას ფონდი მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მართავს. მისივე თქმით, ტრადიაცია არც წელს დარღვეულა და ახალგაზრდების მიერ მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად აქცია წელსაც გაიმართა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია