მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და მას პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ნატრული აკობიამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროკურორის ანა არონიას თქმით, პროცესზე არსებობს მოწმეების ჩვენება, რომ ბრალდებული ცოლზე და ოჯახის სხვა წევრებზე ძალადობდა. პროკურორი დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

თავად ბრალდებულმა პროცესზე აღნიშნა, რომ მის მიერ მეუღლეზე სისტემური ძალადობა აბსურდია. სორდია ამბობს, რომ გარდაცვლილის ძმის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება.

„პროკურორმა აღნიშნა, რომ მე მიმალვას ვაპირებდი, რაც არ არის სწორი. მე დამალვას არ ვაპირებდი, ეს იყო შოკური მდგომარეობა, რომელმაც სუიციდის მცდელობამდეც მიიყვანა. ბავშვებმა დედა დაკარგეს, მეც რომ ჩავჯდე, ეს იქნება სტრესული მდგომარეობა. მე მინდა ექსპერტიზის დასკვნამდე ვიყო ბავშვებთან. მე ვთხოვ სასამართლოს, ვიდრე დასკვნები დაიდება, ბავშვებთან დავრჩე", - აღნიშნა სორდიამ პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ შამგონაში 35 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და მას ქმართან კონფლიქტი ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება, სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 126-ე – ძალადობის მუხლებით დაიწყო.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს