მალხაზ მაჩალიკაშვილი - ამაღამ პარლამენტთან ვარ,  როგორც ბოლო ორი წელი და აქ ვიქნები იქამდე, ვიდრე არ იტყვიან, „დიახ, სახელმწიფომ დააშავა“

ამაღამ აქ ვარ, როგორც ორი წელი და აქ ვიქნები იქამდე, სანამ ეს მართლა ავადმყოფთა ბრბო არ იტყვის, დიახ, სახელმწიფომ დააშავა, სანამ პარლამენტში არ შეიქმნება კომისია, - ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან განუცხადა.

მაჩალიკაშვილი პარლამენტთან ცოტა ხნის წინ მივიდა.

„აქედან არ წავსულვარ. ერთი ღამე წავედი, სოფლიდან ჩემი ძმისშვილისთვის ციხეში შესაგზავნად საჭმელი რომ ჩამომეტანა. დრო იხელთეს და კარავი აიღეს. ვის რას უშლიდა ჩემი კარავი? თქვენ გგონიათ ამათ მართლა აღელვებთ ბავშვების ზეიმი?“, -აცხადებს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ წუხელ პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვები აიღო. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ და პარლამენტთან კარვების ნაცვლად ატრაქციონებისა და ბატუტის დადგმას აპროტესტებდნენ.

იხილეთ ვიდეო: "ერთი ღამით წავედი, რომ ძმის შვილისთვის ციხეში შესაგზავნად საჭმელი ჩამომეტანა, დრო იხელთეს და აიღეს კარავი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა