მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს პირადად ესტუმრა და წინასაახალწლოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სიკეთეს. ვიცი, თითოეული თქვენგანის სურვილია მომავალი წელი გასულზე წარმატებული იყოს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო განვითარდეს და ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების პირობები გაუუმჯობესდეს“ - აღნიშნა შალვა კერესელიძემ საახალწლო მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა