საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამდეგი შობა-ახალი წელი სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა. მინისტრმა მშვიდობისმყოფელებს გაწეული სამსახურისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას გიხდით თქვენი ყოველდღიური გმირობისთვის. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და ჩვენი ძალა”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა ჯარისკაცებს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და თავდაცვის ძალებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.

„შემდეგი წელი იქნება ჩვენი სამინისტროსთვის განახლების, აღმშენებლობის, მოდერნიზაციისა და გაძლიერების წელი. გვაქვს დაგეგმილი მთელი რიგი ახალი რეფორმები, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - ეს არის ჯარისკაცზე ორიენტირებული პოლიტიკა. მთელი გუნდი, თქვენთან ერთად, ყველა იმ მიზანს, რომელიც ერთობლივად დავისახეთ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და აფრიკის კონტინენტზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ 870 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში საქართველო ორ ქვეყანაშია წარმოდგენილი - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულით და მალიში ერთი მეკავშირე ოფიცრით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს