სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და მათ მომავალ წელს სიკეთე და სიხარული უსურვა.

რწმუნებულის თქმით, განვლილი 2019 წელი ნაყოფიერი იყო რეგიონისთვის.

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს! მშვიდობის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის! გასული წლები ნაყოფიერი იყო ჩვენი რეგიონისთვის, აღსანიშნავია, ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხისა და დროულად შესრულების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი, რაც არის საწინდარი რეგიონის წარმატების და განვითარებს. ამასთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით სწორად დაგეგმილმა პროგრამებმა ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარებას. მიხარია, რომ მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ჩვენი მხარის მიმართ, სასიამოვნო სიახლე გვქონდა ისიც, რომ მიმდინარე წელი დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით, მუნიციპალიტეტებმა უმასპინძლეს რუსთაველის თეატრის მსახიობებს, გაიმართა საერთაშორისო ფესტივალები: მდგრადი განვითარების ფესტივალი, რომელიც გაეროს ორგანიზებით ჩატარდა, საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დაიწყო პროექტ „გრეტას“ განხორციელება, რომელიც წარმოადგენს მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს. წლის მანძილზე შევხვდი რეგიონის 60 სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი გონიერებით, გამოცდების შედეგებით. ძალიან საინტერესოა მათი ხედვები ჩვენი რეგიონის განვითარების კუთხით და იმედი მაქვს რომ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც მათ უკან დაბრუნების სურვილი ექნებათ და თავიანთ ინტელექტუალურ რესურსს მოახმარენ რეგიონის განვითარებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „მოსახლეობასთან ღია შეხვედრები“ იყო, რომლის ფარგლებში, ჩვენი რეგიონის 253 სოფელში შევხვდით მოსახლეობას, მათი ჩართულობა და აქტიურობა იყო ძალიან მაღალი, ღია შეხვედრებმა გამოკვეთა ის ფაქტორი, რომ ჩვენი მხარის მოსახლეობას აქვს მზაობა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან. ამრიგად, გასულ წელს, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო. ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა სწორედ თითოეული თქვენგანის უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, გავაგრძელებთ მუშაობას თქვენი კეთილდღეობისთვის, მჯერა, რომ დარჩენილ გამოწვევებს ერთად, ღირსეულად ვუპასუხებთ! ყოველი ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. გისურვებთ, 2020 წელი თქვენი სურვილების ახდენის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.

აღნიშნულ ინფორემაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო