შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, შვილთან - ნიკოლოზთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევში 6 წლის ნიკუშა თურმანიძეს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
„პატარა ნიკუშა სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. იგი პოლიციელობაზე ოცნებობს. კონსტანტინე ანანიაშვილმა ბავშვს, სხვა საჩუქრებთან ერთად, პოლიციელის ფორმა გადასცა და პოლიციის ავტომანქანით გაასეირნა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.