რუსთავში "წლის რუსთაველის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

რუსთავში, კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მოწყობილ ,,საახალწლო სოფელში“, ,,წლის რუსთაველის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, წლის რუსთაველის წოდება და სპეციალური ჯილდო, 2019 წელს, განსაკუთრებული მიღწევებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სხვადასხვა პროფესიის 10 რუსთაველს მიენიჭა. ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე ლევან ონიანი დაესწრნენ.

,,წლის რუსთაველები“, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დააჯილდოვა.

„წლის რუსთაველის საპატიო წოდება მიენიჭათ: მუსიკოსს, ფოლკლორული ანსამბლის ,,თუთარჩელა“ ხელმძღვანელს, თამარ ბუაძეს. 2019 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თამარ ბუაძის წიგნი ,, Leiderbuch Georgien” იყო წარმოდგენილი, გასულ წელს, ,,თუთარჩელამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა და წარმატებული ტურნეები გამართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში. კალიგრაფისტ ნიკა ღუნაშვილს, რომლის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიებით გაფორმებული ტრამვაი სტრასბურგში მოძრაობს. ალექსანდრე წივწივაძეს- რუსთაველ ნიჩბოსანს, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და 2019 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილეცაა. გიორგი მელიქიშვილს, მკლავჭიდში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონს ჭაბუკთა შორის, სტუდია ,,გუთანის“ დამფუძნებელ, ალექსანდრე გელაშვილს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელს, არაერთი არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევისა და ნაშრომის ავტორს, ნაზი პაჭიკაშვილს, რომლის უშუალო ძალისხმევითაც გადაწყდა 2019 წელს, რუსთავის ციხის რესტავრაციის დაწყება. შ.ს.ს. ოპერატიულ-საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს, მამუკა ნებიერიძეს, რომლის მონაწილეობითაც, სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული გაიხსნა 2019 წელს. რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს მეხანძრე-მაშველს, ნოდარ მელაძეს, ქალაქის ყველაზე ასაკოვან მეეზოვეს, აგრაფინა გრიგალაშვილს, ელენე (ლია) ბეჟანიშვილს, რომელიც 1968 წლიდან მუშაობს რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. 2019 წელს, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა მას ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიანიჭა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა