ზვიად შალამბერიძე - ერთად, ერთმანეთით შევძლებთ იმას, რაც აქამდე არ გამოგვივიდა

2020 წელს ეს რეგიონი ბევრი მიმართულებით შეიძენს ახალ სიცოცხლეს, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ყველასთვის. ერთად, ერთმანეთით შევძლებთ იმას, რაც აქამდე არ გამოგვივიდა და მომავალი წელი აუცილებლად იქნება ახალი მიღწევების და გამარჯვებების!, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საახალწლო მილოცვაში აცხადებს.

"ათასწლეულების წინ, სწორედ ჩვენს მხარეზე გადიოდა „აბრეშუმის გზა“, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებდა. მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მას ყოველთვის დიდი სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ყოველთვის იყო სიახლის, პროგრესის, განვითარების საწყისი ათასწლეულების მანძილზე, აარსებდნენ განათლების მძლავრ კერებს, აქ იქმნებოდა სახელმწიფოებრივი აზროვნება და ერთიანი საქართველოს დიადი იდეა. იმერელ კაცთან ბუნებაც ასეთ ჰარმონიაშია. ალბათ, სწორედ ამიტომ იქნებოდა აქ ხელოვნების განუმეორებელი ნიმუშები. მომავალი წლიდან კიდევ ერთ უნიკალურ პროექტს მიეცემა ახალი სიცოცხლე. წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, იმერეთის მხარეს ჯანმრთელობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების და რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ყველაზე სასურველ, მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად აქცევს. 2020 წელს ეს რეგიონი ბევრი მიმართულებით შეიძენს ახალ სიცოცხლეს, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ყველასთვის. ერთად, ერთმანეთით შევძლებთ იმას, რაც აქამდე არ გამოგვივიდა და მომავალი წელი აუცილებლად იქნება ახალი მიღწევების და გამარჯვებების!", - აღნიშნულია მილოცვაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ვიდეომიმართვა 31 დეკემბერს გავრცელდა და ის სათაფლიაშია გადაღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა