დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოფელ ქვემო ქედში,მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. შედეგად მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

























