გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების შეფერხების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად.

„დაბა ბაკურიანში ზამთრის სეზონზე წყლის გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია, რამაც წყლის სტაბილური მიწოდება შეაფერხა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ორი დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს პრობლემის დროულად მოსაგვარებლად. პარალელურად, კომპანია უზრუნველყოფს დაბის წყლით მომარაგებას და რეზერვუარების შევსებას წყალმზიდების საშუალებით.ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის ბაკურიანს წყალი სტაბილურად მიეწოდება.

ქსელის დაზიანების გამო, წყალმომარაგების შეფერხება წარმოიშვა გუდაურში, მხოლოდ ე.წ ,,რედკოს დასალხება’’-ში.

პრობლემის მოსაგვარებლად თბილისიდან გუდაურში უკვე ჩავიდა კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. დაზიანების გამოსასწორებლად და წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“,-ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაცით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაბა გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაწყებული აქვს. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონურად არსებულ პრობლემებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა