გურიაში 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გურიაში 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გურიაში, 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა ოზურგეთის სოფელ მელექედურში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.