გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში ძალოვან სტრუქტურებს ახალი წელი მიულოცა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ, სოციალური ქსელით ძალოვან სტრუქტურებს ახალი წელი მიულოცა.

„მინდა განსაკუთრებით მივულოცო გადამწყვეტი წელი ჩვენს ძალოვანებს, ჯარისკაცებს, არ გაგიკვირდეთ და სუს-ის, ანტიტერორისტულის, კონტრდაზვერვის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებს, პოლიციელებს.მესმის თქვენი უმეტესობის მდგომარეობა. პირველად არაა ჩემს ცხოვრებაში. და პირველად ჩვენ ყველანი ერთად ძალზედ ღირსეულად ვემსახურეთ სამშობლოს. დღეს ცოტა უფრო მძიმედაა ყველაფერი. ისიც იმიტომ, რომ ჩვენი ერთად გაკეთებული სტრუქტურა ბევრად მყარია, ვიდრე შევარდნაძის დროინდელი.

მესმის თქვენი გაბრაზება იმის გამო, რომ სულ უფრო ხშირად ისევ ძაღლებს გეძახიან. თანაც, ის ხალხი გეძახით, ვისაც, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად თქვენი ქება გაუხარდებოდათ.

მე კი ზუსტად ვიცი და მინდა, საზოგადოებამაც იცოდეს, რომ პოლიციის პირადი შემადგენლობის 90% ახლაც ისაა, ვისითაც ვამაყობდით. მაგრამ ყველაფერს აფუჭებენ ქოცი მეთაურები, ნათესაობით და ჩვენზე ძალადობით თავგამოჩენილი არამზადები.

ძველი თბილისის პოლიციის უფროსი, გვარს შეგნებულად არ ვწერ, იცოდეს, რომ არასდროს არანაირად არ მოიხსენიება, რომელიც ყვირის, სიცოცხლის ბოლომდე დავიცავ ბიძინასო, პოლიციელი აღარაა, გლუვის ახრანკის წევრია და წერტილი.

დებო და ძმებო, როგორც ყოველთვის, თქვენთან ვარ. თუ უკვე ისე გიჭირთ, მანდ აღარ დაგედგომებათ, მაგრამ, ოჯახის შენახვის საშუალების გამო იჭირვებთ და რჩებით, ნუ იტანჯავთ თავს, წამოდით, გარწმუნებთ, საზოგადოება მოახერხებს და დაგეხმარებათ, ამათი მარცხის შემოდგომამდე თქვენმა ბავშვებმა არ იგრძნონ ცვლილება.

გილოცავთ, თქვენს ოჯახებს, ახლობლებს ვულოცავ!

სურვილადაც არ ვამბობ, სხვა ვარიანტი არც არსებობს. შემოდგომიდან ერთად გვაქვს ისევ ასაშენებელი ქვეყანა“, - წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა