სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „შინდისს“ აჩვენებენ

15-25 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, სადაც დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ იქნება ნაჩვენები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს.

მათი ცნობით, „შინდისის“ ჩვენებები სანტა ბარბარაში 21, 22 და 24 იანვარს გაიმართება.

სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 35-ედ ჩატარდება. წლების განმავლობაში იგი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი წამყვანი კინოღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს 95 000 სტუმარს და 200-ზე მეტი ფილმის ჩვენებას. წელს სანტა ბარბარას კინოფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან ბრედ პიტი, ლაურა დერნი, სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი და რენე ზელვეგერი.

“შინდისი” რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს