ფოთის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობამ დეკემბრის ბოლო კვირიდან მოიმატა

გრიპის ვირუსის გამო მომართვიანობამ უფრო მეტად მოიმატა დეკემბრის ბოლო კვირიდან, მათი უმრავლესობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ფოთის ჰოსპიტალის ექიმმა გაგა ტყეშელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გართულებებს ადგილი არ ჰქონია.

„საკმარისი იყო ამბულატორიული მკურნალობა. რამდენიმე მათგანი განაგრძობს სტაციონარულ მკურნალობას ჩვენს კლინიკაში, მათი მდგომარეობაც აბსოლუტურად სტაბილურია. ყველას ვურჩევ, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ საცხოვრებელი ოთახი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში კონტაქტს დღის განმავლობაში. თავის ტკივილის, ყელის ტკივილის, მაღალი ტემპერატურის დროს უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს. წელს გართულებები არ ყოფილა, არც იმის საჭიროება დამდგარა, რომ სხვა კლინიკაში გადაგვეგზავნა პაციენტი“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა