ზაალ უდუმაშვილი - აქციები და პიკეტირება გაგრძელდება - საპროტესტო ტალღა უფრო მწვავე იქნება

აქციები და პიკეტირება გაგრძელდება, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, აპირებს თუ არა ოპოზიცია 2020 წელს აქციების გაგრძელებას და პარლამენტის პიკეტირებას.

მისივე თქმით, აქციების პარალელურად გაგრძელდება უმრავლესობასთან მოლაპარაკებები და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა.

„ყველაფერი არის დღის წესრიგში, გაგრძელდება აქციები, გაგრძელდება პიკეტირებაც. პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან თუ ამ მოლაპარაკებებს რაიმე აზრი ექნება ზოგადად. ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მოდის მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ იმიტომ, რომ ქულები ჩაიწერონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მეტი მზაობა ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ რეალურ შედეგზე იყოს ორიენტირებული. თუმცა, ამ მოლაპარაკებებს განვაგრძობთ როგორც კი დაბრუნდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში. ალბათ, გაიმართება მორიგი რაუნდი და ვნახოთ, რა წინადადებით მოვა ხელისუფლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პროტესტის ტალღას შევწყვეტთ, ამ წლიდან საპროტესტო ტალღა უფრო მწვავე და უფრო ძლიერი იქნება. თუ ხელისუფლებას არ ესმის დიალოგის ენა, ეს ხმა ძალიან ძლიერად უნდა გავაგონოთ ქუჩიდან. პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან აქტიური თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებმაც უკვე გამოუგზავნეს ძალიან მკაცრი სიგნალები ივანიშვილის რეჟიმს ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა