რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრი, სადღესასწაულო დღეებში, პატარა მაყურებელს, საშობაო სპექტაკლ „თბილი სახლის“ პრემიერით მასპინძლობს

რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრი, სადღესასწაულო დღეებში, პატარა მაყურებელს, საშობაო სპექტაკლ „თბილი სახლის" პრემიერით მასპინძლობს.

როგორც, „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, საახალწლო სპექტაკლი 3 და 4 იანვარს, ორ სეანსად (12.00.სთ. 15.00.სთ) გაიმართება და მას რუსთავის მერიის მიწვევით, 2000 რუსთაველი ბავშვი დაესწრება.

„თეატრში მისულ პატარებს, საინტერესო წარმოდგენის გარდა, მერიის საახალწლო საჩუქარიც ელოდებათ.

პრემიერას, ბავშვებთან ერთად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც დაესწრო. ქალაქის მერმა ბავშვებს ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

სადღესასწაულო დღეებში საახალწლო სპექტაკლს, ქალაქის მერიის მიწვევით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი იჯახების წევრებიც დაესწრებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა