„თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა მეტრო „დიდუბესთან“ აქცია გამართეს

1992 წლის 3 იანვარს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან 28 წლის შემდეგ, პარტია „თვისუფალი საქართველოს“ წევრებმა მეტორსადგურთან აქცია გამართეს.

პარტიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონიერი ხელისუფლების დამხობის და თანმდევი პოლიტიკური რეპრესიების გამოძიებას მოითხოვენ, რამაც უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა. ადგილზე დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

„1992 წლის 3 იანვარს მეტროსადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ შეკრებილ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერებს, „მხედრიონის“ და კიტოვანის გვარდიის კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მომიტინგე.

28 წლის წინ დაწყებულ ტერორს ასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ემსხვერპლა, როგორც თბილისში, ასევე სამეგრელოში. დღემდე არ მომხდარა 90-იანი წლების მოვლენების სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება. არც ერთ მომდევნო ხელისუფლებას არ დაუსჯია დამნაშავეები. ბევრი მათგანი დღემდე იკავებს საპატიო ადგილს საზოგადოებაში“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა