აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსების გამო, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია

გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსების გამო, აჭარის რეგიონის კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია,- ამის შესახებ აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ყოველდღიურად სამედიცინო ცენტრებს 250 ადამიანი მსგავსი სიმპტომებით მიმართავს.

„აჭარის რეგიონში ძირითადად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება. კლინიკებს ყოველდღიურად 250 -მდე ადამიანი მიმართავს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია", - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გრიპის სეზონთან დაკავშირებით, სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო. როგორც ზაალ მიქელაძემ განაცხადა, აჭარის სამედიცინო დაწესებულებები 24- საათიან რეჟიმში მუშაობს და მოქალაქეებს სათანადო დახმარებას დროულად გაუწევენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა