ნიკა გვარამია - მოსამართლეს ვუთხარი, რომ შეუძლია სხდომები ყოველდღე ჩანიშნოს, არის დღეები როცა ვერ მივალ და შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იაროს პროკურორთან ერთად

მოსამართლეს ვუთხარი, რომ შეუძლია სხდომები ყოველდღე ნიშნოს, არის დღეები როცა ვერ მივალ და შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იაროს პროკურორთან ერთად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რუსთავი2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მას შემდეგ განუცხადა, რაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

როგორც გვარამია აცხადებს, სასამართლო მის საქმეებს დაჩქარებული წესით განიხილავს. მისივე თქმით, ასეთი ტემპით მხოლოდ ორი პროცესი, მისი,მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები ინიშნება და ისიც იგივე მოსამართლის მიერ.

"აქ რომ მოვდიოდი, არ ვიცოდი გიორგი არევაძესთან რომ მექნებოდა საქმე. გიორგი არევაძე ციხეში მოხვდება აუცილებლად, გარანტიას ვაძლევ. ყველა ასეთი ნაძირალა შემსრულებელი, როგორიც არის გიორგი არევაძე, როგორიც არის ეს პროკურორი, რომლის სახელი და გვარი არც ვიცი და არც აქვს, ციხეში მოხვდებიან, საკუთარ კარიერას იქ დაასრულებენ. ვუსურვებ, რომ სიცოცხლე იქ არ დაასრულონ და საკუთარი შვილიშვილები გაზარდონ. რამდენ თვეშიც და როგორც არ უნდა დაასრულოს გიორგი არევაძემ ეს საქმე, 2020 წელი ივანიშვილის ბოლო წელია და ჩემი ციხეში ჩასმა რომც მოასწროს, მალე გამოვალ და ის ძალიან დიდი ხნით, უკუნითი უკინისამდე იჯდება იქ, სადაც უნდა იჯდეს", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ დღეს წარმოთქმული შესავალი სიტყვა სისულელეა.

"პროკურატურისგან სისულელე არ მიკვირს, პროკურატურა დამნაშავე ორგანოა, მაგრამ მოსამართლე რასაც შვება პირველივე სხდომაზე, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფს ცარიელ დარბაზში არ უშვებს მიუხედავად იმისა, რომ ამის არავითარი წინა პირობა არ არის, ადამიანი გთხოვს, მხოლოდ ორშაბათობით არ ჩანიშნოს სხდომა და ყველა ორშაბათს ნიშნავ ერთი თვე, ასეთ მოსამართლესთან საუბარს აზრი არ აქვს, გინდ გამაძეოს, გინდ არა. უკაცრავად და უცოდინარი, იდიოტი პროკურორების აზრი გაითვალისწინეს ბრმად მოსამართლეებმა, იმიტომ რომ თვითონაც უცოდინარი იდიოტები არიან გიორგი არევაძის ჩათვლით. ყველა ასეთი ადამიანი პირობას ვდებ, ვერასდროს იმუშავებს საკუთარი პროფესიით, სახელებით და გვარებით დავიმახსოვრებ ყველას, ვინც ასე უსწორდება ადამიანებს და ყველა მოხვდება ციხეში. მას ვუთხარი, რომ შეუძლია სხდომები ყოველდღე ნიშნოს, არის დღეები როცა ვერ მოვალ და შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იაროს პროკურორთან ერთად. ბოლოს ხელიხელჩაკიდებული სადამდე მივლენ ის და პროკურორი, მაგას განახებთ. მე დაგხვდებით შესვლის წინ იქ, სადაც თვალებში ჩაგხედავთ", - განაცხადა გვარამიამ.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 6 იანვარს, 17:00 საათზე გაიმართება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს