ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 7 ბავშვი კვლავ კლინიკაში რჩება

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 8 არასრულწლოვნიდან, რომლებიც იაშვილის კლინიკაში შეიყვანეს, 7 ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.

„არასრულწლოვნებს დაზიანებები კიდურებზე, ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ. შვიდივე მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადეს კლინიკის პრესსამსახურში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა