ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ, ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდებს

ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიის დატოვებას აღარ შეეცადონ და თავშესაფარი ადგილზევე ეძებენ, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

„ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,“- ნათქვამია სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მდგომარეობას ტემპერატურის მატება და ძლიერი ქარი ართულებს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, მეხანძრეებს ხანძართან გამკლავებაში 3000 ჯარისკაცი დაეხმარება. გარდა ამისა, ევაკუაციის პროცესში სამხედრო ფლოტის მესამე ხომალდი ჩაერთო.

მიმდინარე კვირაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაკარგულად კი ამ დროისთვის 21 ადამიანი ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარი სექტემბერში გაჩნდა. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი და 5.25 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა