რელიგიის საკითხთა სააგენტო პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის დაბადების დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა. პიროვნების, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა. პატრიარქი ქვეყნის გამაერთიანებელი სიმბოლოა, რომელსაც პატივს სცემენ და უსმენენ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები. პატრიარქი გამოჩენილი რელიგიური ლიდერია, რომელსაც აფასებენ და ენდობიან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს გამთლიანებას უსურვებს,”- ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა