მაიკ პომპეო - ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს ჩვენ რა გავაკეთეთ - ჩვენ ადამიანები ვიხსენით ევროპაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ევროპულ ქვეყნებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აშშ-მა გენერალ ყასიმ სულეიმანის ლიკვიდაციით, ევროპელების სიცოცხლეებიც იხსნა.

„ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს ჩვენ რა გავაკეთეთ, ამერიკელებმა რა გააკეთეს, მათ ადამიანები იხსნეს ევროპაშიც...ეს მთელი მსოფლიოსთვის დადებითი მოვლენა იყო“, - განაცხადა პომპეომ „ფოქს ნიუსის“ ეთერში.

მისივე თქმით, სულეიმანი და მისი სამხედრო მოკავშირეები თავდასხმებს გეგმავდნენ.

„ჩვენ დეტალების შესახებ ბევრს ვერ ვისაუბრებთ, თუმცა საკმარისია იმის თქმა, რომ ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს,რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ სულეიმანის განადგურების შესახებ გადაარჩინა ამერიკელების სიცოცხლე“,-განაცხადა პომპეომ.

„მე, ორი დღე რეგიონში ჩვენს პარტიონებთან საუბარში გავატარე. მათ ვუზიარებდი ინფორმაციას ჩვენი ქმედებების შესახებ, რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ. მათი დახმარება გვსურდა. მათ არაჩვეულებრივად გაიგეს, ხოლო როცა სხვა რეგინებში დავიწყეთ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ყველაფერი არც ისე კარგად იყო. სიმართლე გითხრათ, ევროპელები არ აღმოჩნდნენ დახმარებისთვის მზად ისე, როგორც მინდოდა ყოფილყვნენ“,-განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ დაგეგმილ დარტყმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ყასიმ სულეიმანი, რომელიც ირანის ერთ-ერთი უმაღლესი მაღალჩინოსანია. სწორედ სულეიმანს უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში ირანული გავლენების გაზრდა. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა მსოფლიოს „ნომერ პირველი“ ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა. ამასთან, ირანი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები შურისძიებით იმუქრებიან. გაზრდილი დაძაბულობების ფონზე, კი პენტაგონმა რეგიონში დამატებითი ჯარები გააგზავნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა