დედოფლისწყაროს ახალი ნაძვის ხე საშობაოდ განათდება

დედოფლისწყაროს ახალი ნაძვის ხე საშობაოდ განათდება, - ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ნაძვის ხის მონტაჟი ქალაქის ცენტრში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე 2 იანვარს, გვიან ღამით დაიწვა. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიისა და შესაბამისი სამსახურების ძალისხმევის შედეგად დედოფლისწყაროს ახალი ნაძვის ხე აქვს და ის უახლოეს დღეებში განათდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა