თორნიკე მამალაძე - დაველოდოთ, ორი დღეა დარჩენილი და ვნახავთ, მოხდება თუ არა ჩემი ძმის შეწყალება და წავა თუ არა პრეზიდენტი ეკლესიის წინააღმდეგ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საშობაოდ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

მისი თქმით, პირველად მოხდა, როცა წმინდა სინოდმა მსჯავრდებულთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი საპატრიარქოს შუამდგომლობას გაითვალისწინებს.

„წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ასეთი პრეცედენტი ისტორიაში პირველად მოხდა, როცა წმინდა სინოდი ამა თუ იმ მსჯავრდებულის საქმესთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ პრეზიდენტს მიმართავს. ახლა შობის დღესასწაული მოდის, რომელიც უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია, ეკლესიამ შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტს და დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს, თან იმ ფონზე, როცა ჩემი ძმა არის პარალიზებული და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ჩემი ძმის გათავისუფლება და ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდება ეს კოშმარი. მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს გამომდინარე იქედან, რომ ოჯახის წევრი ვარ და მინდა, რომ გათავისუფლდეს, მაგრამ ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თორნიკე მამალაძემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტი საპატრიარქოს წინააღმდეგ წავა, თორნიკე მამალაძე ასე პასუხობს: „დაველოდოთ, ორი დღეა დარჩენილი და დავინახავთ, მოხდება თუ არა ჩემი ძმის შეწყალება და წავა თუ არა პრეზიდენტი ეკლესიის წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა