წნორში, დეიდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

წნორში, დეიდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 26 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება, ახალგაზრდა მამაკაცს დამამძიმებელ გარემოებაში ანგარებით განზრახ მკვლელობას ედავება, რის გამოც მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებული ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი 5 იანვარს, 12:30 საათზე გაიმართება.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამკაცმა დეიდას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა ამოიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?