ქუთაისში შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან

ქუთაისი შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 6 იანვარს, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, DMO Imereti-ს ორგანიზებით ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში შობის დადგომასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ჩატარდება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა შემსრულებლები თემატურ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ. ასევე გაიმართება საშობაო ალილო.

ამასთან, სტუმრებს ტრადიციული საშობაო მენიუთი გაუმასპინძლდებიან.

"ინიციატივას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტები გამოეხმაურნენ, რომლებიც ადგილმდებარეობის მიხედვით ქალაქის ქუჩებში მოსეირნე ადამიანებს გაუმასპინძლდებიან და ამ ფორმით მიულოცავენ მათ შობის დადგომას",-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით DMO Imereti-ს ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და მოქალაქეებს დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

DMO Imereti აღნიშნულ ინიციატივას პირველად ახორციელებს და მას ტრადიციული სახე მიეცემა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი