იტალიაში ტურისტების ჯგუფს ავტომანქანა დაეჯახა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა

იტალიის ქალაქ ლუგატოში, რომელიც ავსტრიის საზღვართან მდებარეობს, ავტომანქანა გერმანელი ტურისტების 17 კაციან ჯგუფში შევარდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მომხდარის გამო ექვსი ადამიანი დაიღუპა, თერთმეტი მათგანი კი დაშავდა, რომლებიც სამხრეთ ტიროლის რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთი პაციენტი სანიტარული ავიაციის გამოყენებით, ქალაქ ინსბრუკში გადაიყვანეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ავტომანქანის საჭეს პროვინცია ბოლჩანოს მკვიდრი, 28 წლის მამაკაცი მართავდა, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, სისხლში ალკოჰოლის საკმაოდ გადაჭარბებული რაოდენობა დაუდგინდა. მომხდარის შედეგად ისიც დაშავდა და საავადმყოფოში შესაბამის დახმარებას უწევენ.

პოლიციის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ტურისტული ჯგუფის წევრების უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობდა და თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, გარდაცვლილთა იდენტიფიცირება გაძნელდა.

პოლიციის ვერსიით, მომხდარი უბედური შემთხვევაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა