წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში, ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ძველიდან ახალ ქსელზე გადაერთების პროცესი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე ქსელის გარეცხვითი სამუშაოებისას, მცირე დროის მონაკვეთში, ფილტრებს გამოყვა ქვიშა, რაც სამუშაოების პროცესის დროს სრულად იწმინდება.

„კომპანიის ლაბორატორიის მიერ აღნიშნული ადგილიდან მოხდა სასმელი წყლის ნიმუშების აღება. მიღებული დასკვნების შედეგად, წყლის ხარისხი შეესაბამება ნორმებს და სტანდარტებს.

პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ადგილზე მუშაობს ტექნიკური სამსახური და აწარმოებენ დამატებით კვლევით სამუშაოებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა