გურჯაანში სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მანქანას, შემდეგ კი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი დაშავდა

გურჯაანში სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მანქანას, შემდეგ კი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი დაშავდა

გურჯაანის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მანქანას,ბოლოს კი ერთ-ერთ შენობას შეეჯახა. შედეგად მსუბუქად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა გოგო.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა სატვირთო ავტომობილის გაჩერება ვერ შეძლო.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.