ანონსი  6 იანვარი

6 იანვარს, 11:30 საათზე, „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრა პრემიერთან - დადგენილება 525, რომელიც კლინიკებს საფრთხის წინაშე აყენებს; საყოველთაო დაზღვევის საფრთხეები, სახელმწიფოს დავალიანება კლინიკების მიმართ და დაზარალებული პაციენტები.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

6 იანვარს, 12:00 საათზე, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. (მედია ადმინისტრაციაში უნდა იყოს 11:00 საათზე)

6 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

6 იანვარს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბექა ბასილაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 იანვარს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაციას მიაწვდის.

მის: კახეთის გზატკეცილი 99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595 956103

6 იანვარს, 16:30 საათზე, საქართველოში, ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებითსამგლოვიარო სოლიდარობის აქცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის ქ.80

საკონტაქტო: ტელ +995 32 2913656-58

6 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 იანვარს, 17:00 საათზე, გორის რაიონის ცენტრში, წინასაშობაო კონცერტი გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.

6 იანვარს, 17:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი მრავალპარტიული კომისიის“ სხდომა გაიმართება.

ლაშა ჩხარტიშვილი 558296980

6 იანვარს, 18:00 საათზე, "პირველი რადიოს" პრესკლუბში დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პრეზიდენტის უარი შეწყალებაზე.

საკონტაქტო ტელ: მარიამ ქოჩუა 555639818

6 იანვარს, 19:00 საათზე, DMO Imereti - ს ორგანიზებით შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა